NCH8 კონტაქტორი არის კომუტაციური მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ძალოვანი ელექტროხაზების ჩართვა და გამორთვა. დიდ სისტემებში, მაღალი სიმძლავრის სქემებში, სადაც ხდება დიდი დატვირთვის მოწყობილობების ხშირი გაშვება და გამორთვა , გაცილებით რაციონალურია მათი გამოყენება.
NCH8 მოდულური კონტაქტორების გამოყენების სფერო ძალიან ფართოა – განათების სისტემებიდან მაღალი სიმძლავრის სამრეწველო ელექტროძრავების კონტროლამდე, ანუ სისტემებში, სადაც აუცილებელია მაღალი სიმძლავრის დენების ხშირი გადართვა.
კონტაქტორები ხელს უწყობენ ელექტრო გათბობის და სატუმბი მოწყობილობების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების, ბარიერების და ავტოფარეხის კარების დისტანციურ მართვას. ისინი შეუცვლელია ჭკვიანი სახლის სისტემაში.
ძირითადი 3 მიზეზი რომ ვირჩიოთ CHINT-ის მოდულური კონტაქტორები
1.ხარისხის კონტროლი.ჰოლდინგს აქვს ახალი პროდუქტების ტესტირებისა და DEKRA-ს სერთიფიკატების გაცემის საკუთარი ლაბორატორია. გაყიდვამდე თითოეული პროდუქტი გადის საფუძვლიან შემოწმებას.
2.ხელმისაწვდომი ფასები. CHINT-ის ქარხნებს აქვთ სრულად ავტომატიზირებული წარმოება, ამიტომ ნაკლებია ხარჯები ადამიანურ რესურსებზე. ასე ინარჩუნებს კომპანია პროდუქციის დაბალ ფასებს.
3.ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია. ხარისხი დადასტურებულია საერთაშორისო სერთიფიკატებით UL (აშშ), VDE (გერმანია), KEMA (ნიდერლანდები), EAC (საბაჟო კავშირი), RoHS. ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ პროდუქცია არ აზიანებს გარემოს და არ ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას.
2019 წელს ჟურნალმა Forbes-მა CHINT-ი შეიყვანა მსოფლიოს უმსხვილესი 2000 კომპანიების სიაში.
There are no reviews yet.