მოდულური ავტომატური ამომრთველები DZ47-60, 4,5kA (Chint) განკუთვნილია DIN ლარტყაზე დასამონტაჟებლად. მინიატურული ამომრთველები არის ელექტრული გამანაწილებელი მოწყობილობების შეუცვლელი კომპონენტი. მისი წყალობით ქსელი და ელექტროენერგიის მომხმარებლები დაცულნი არიან ზედენებისგან და მოკლე ჩართვებისგან. მოწყობილობას აქვს საიმედო და დროში გამოცდილი დიზაინი. გადატვირთვის ან მოკლე ჩართვის შემთხვევაში მოწყობილობა ავტომატურად არღვევს წრედს. ამ მოდულური ამომრთველის ზღვრული გათიშვის უნარი 4.5 kA-ია. მოკლე ჩართვის დენით გააქტიურება შეესაბამება B, C, D მახასიათებლებს. DZ47-60 ამომრთველები გამოიყენება ენერგოსისტემებში, სხვადასხვა საბინაო სამშენებლო ობიექტებში, კომუნალურ და მომსახურების სექტორში.ამ მოდელის დიაპაზონის მოდულური მოწყობილობები განკუთვნილია ნომინალური დენებისთვის 1A -დან 63A -მდე.
ძირითადი 3 მიზეზი რომ ვირჩიოთ CHINT-ის მოდულური ავტომატები
1.ხარისხის კონტროლი.ჰოლდინგს აქვს ახალი პროდუქტების ტესტირებისა და DEKRA-ს სერთიფიკატების გაცემის საკუთარი ლაბორატორია. გაყიდვამდე თითოეული პროდუქტი გადის საფუძვლიან შემოწმებას.
2.ხელმისაწვდომი ფასები. CHINT-ის ქარხნებს აქვთ სრულად ავტომატიზირებული წარმოება, ამიტომ ნაკლებია ხარჯები ადამიანურ რესურსებზე. ასე ინარჩუნებს კომპანია პროდუქციის დაბალ ფასებს.
3.ყველა პროდუქტი სერტიფიცირებულია. ხარისხი დადასტურებულია საერთაშორისო სერთიფიკატებით UL (აშშ), VDE (გერმანია), KEMA (ნიდერლანდები), EAC (საბაჟო კავშირი), RoHS. ეს უკანასკნელი ადასტურებს, რომ პროდუქცია არ აზიანებს გარემოს და არ ემუქრება ადამიანის ჯანმრთელობას.
2019 წელს ჟურნალმა Forbes-მა CHINT-ი შეიყვანა მსოფლიოს უმსხვილესი 2000 კომპანიების სიაში.
There are no reviews yet.